ქართულ ენაზე

რატომ არის ბერი იოსების ღიმილი მარადიულობიდან? (Γεωργιανά, Georgian)

22 Δεκεμβρίου 2009

რატომ არის ბერი იოსების ღიმილი მარადიულობიდან? (Γεωργιανά, Georgian)

keidia 5

პატივცემულო ბატონო პაპანიკოლაუ,

ბერი იოსების დასაფლავებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, თქვენს ვებ-საიტზე გამოაქვეყნეთ სტატია სათაურით: „ნეტარი ბერი იოსებ ვატოპედელის გარდაცვალება – ღიმილი მარადიულობიდან,“ სადაც მოკლედ აღწერდით ამ შემთხვევას რამდენიმე ფოტოსურათის თანხლებით. განსვენებულის ფოტოსურათმა, მომღიმარმა არა მარტო ბაგეებით, არამედ მთელი სახის გამომეტყველებით, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საზოგადოებაზე. ფოტოსურათს ვხვდებით მრავალ ვებ-საიტზე, სხვადასხვა პუბლიკაციებსა თუ სტატიებში. და მართლაც გვინახავს მიცვალებულნი ნათელი სახით, მშვიდი გამომეტყველებით, დიდი განსვენებით, მაგრამ ღიმილით? სულიერი მამები ამბობენ, რომ სიკვდილის ჟამი შემზარავია ადამიანისათვის. სხვა მხვრივ პატერიკში ვკითხულობთ, რომ სულიერ ცხოვრებაში უფრო მეტად წარმატებულნი, თავმდაბლობის გამო, არ თამამდებობდნენ სანამ არ მიაღწევდნენ ახალ ცხოვრებას, სადაც არ არის საშიშროება. გარდა ამისა ბერი იოსები გულით ავადმყოფობდა და ავადმყოფობის გამო ძალიან გაწვალებული იყო. აბა როგორ გარდაიცვალა მომღიმარი? პასუხი ნათელია: არა, არ მიიცვალა მომღიმარი, არამედ გაიღიმა გარდაცვალების შემდეგ.

სავანეში მოღვაწე რამდენიმე მამასთან საუბრის შემდეგ, გადმოგცემთ მათ მონათხრობს. ბერ იოსებთან უკანასკნელ წამამდე ორი მონაზონი იმყოფებოდა. ისინი ჩქარობდნენ, რომ ბერის მიცვალება დროულად ეცნობებინათ მოძღვარი ეფრემისა და სხვა მამებისათვის. ამიტომ ვერ შეამჩნიეს, რომ მიცვალებულის პირი ნახევრად ღიად იყო დარჩენილი.

1

2

3

დაბრუნდნენ, რომ გაემზადებინათ მონაზვნური ტიპიკონის თანახმად. მოძღვარი ეფრემის ლოცვა-კურთხევა იყო, რომ სახე დაეტოვებინათ დაუფარავი. მამები შეეცადნენ, რომ ბერის პირი როგორმე დაემუწათ, მაგრამ უკვე გვიან იყო, ის კვლავ ღიად რჩებოდა. ამიტომ პირი ირგვლივ დოლბანდით შეკრეს, მაგრამ როგორც კი ახსნეს კვლავ გაიღო. გარდაცვალებიდან დაახლოებით 45 წუთი იყო გასული.

– მოძღვარო, ასე ღია პირით ცუდად გამოჩდება, რა ვქნათ?

– როგორც არის, სახეს ნუ დაუფარავთ!

5

6

ათონური ჩვეულებისამებრ მას შეუკერეს მონაზვნური მანტია. მთელი ხანგძლივობა მანტიის შეკერვისა და მასში ჩაბრძანების გაგრძელდა კიდევ 45 წუთი. შემდგომ, ლოცვა-კურთხევის თანახმად, სახის ირგვლივ ნაჭერი შემოაჭრეს და ჰპოვეს ბერი, როგორც მას უკვე ვხედავთ ყველანი – მომღიმარი. მან ისმინა თავიანთი სულიერი შვილების და მათ ხათრი გაუწია, რომ არ დამწუხრებულიყვნენ? თუ ჩვენთვის უნდოდა გადმოეცა ის, რაც ნახა და ის მდგომარეობა, რომელშიც იმყოფება წუთისოფლის დატოვების შემდეგ?

7

ბერი იოსების ღიმილი პირველი ზებუნებრივი მოვლენაა მისი გარდაცვალების შემდეგ და ყველსთვის დიდი ნუგეშია.

8

keidia 1

dsc_0982

dsc_0988

პანაიოტი კუცუ