Κατηγορία

ქართულ ენაზე

რჩევა დაქორწინების მსურველთ. წმიდა იოანე ოქროპირი (Γεωργιανά, ქართულ ენაზე)

Κατηγορίες: Συναξαριακές Μορφές, ქართულ ენაზე

შეგაგონებთ დაქორწინების მსურველთ – უდიდესი წინდახედულებით მოეკიდეთ ამ საქმეს; გირჩევთ, ცოლის შერთვის წინ მიმართოთ ნეტარ პავლეს, წაიკითხოთ მისი კანონები ქორწინების...

Περισσότερα

“გრიგოლიადა 2022″ – “მართლმადიდებელი ეკლესიის 2000 წლოვანი გამოცდილება – საღმრთო ევქარისტია და გონებისმიერი ლოცვა (ისიქაზმი)”

Κατηγορίες: ქართულ ენაზე

კონფერენცია იმართება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით. ძვირფასო დებო და ძმებო, “გრიგოლიადა 2022”-ის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში 7 დეკემბერს 20:30 საათზე...

Περισσότερα

დიდმოწამე მარინე

Κατηγορίες: ქართულ ენაზე

მართლმადიდებელი ეკლესია 17/30 ივლისს აღნიშნავს წმიდა დიდმოწამე მარინეს ხსენების დღეს. ტარიგი შენი, იესუ, მარინე ხმობდა ხმითა მაღლითა, შენდა მსურის, სიძეო ჩემო, და შენითა ძიებითა დავსთხევ სისხლთა ჩემთა, და თანა ჯვარს ვეცმი, და თანა დავეფლვი შენდა ნათლისღებითა და მელმის შენთვის, რათა ვსუფევდე შენთანა და მოვსწყდები სახელისა შენისათვის, რათა ვიდიდოცა შენ თანა, არამედ ვითარცა მსხვერპლი უბიწო მიმითვალე, რომელი სურვილით მოვივლტი შენდა, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი. ბრწყინვალედ განაშუენე ლამპარი შენი სისხლითა ზეთითა ბრძენთა მათთანა ქალწულთა,  სიძისა მომლოდნელთა, ქალწულთა შორის დიდებულო მოწამეო მარინე, მეოხ-გვეყავ ჩუენ. ქალწულებისა სიკეთითა განშვენებულმან, ქალწულო, და წამებისა ღვაწლითა გვირგვინოსანმან, მარინე, სისხლითა ღვაწლთათა სხურებულმან, და კურნებათა საკვირველებითა განბრწყინვებულმან, კეთილ-მსახურებით მიითვალენ, მოწამეო, ძლევისა ნიჭნი ღვაწლთა შენისათანი. წმიდაო დიდმოწამე მარინე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

Περισσότερα

დიდებულნი და ყოვლადქებულნი თავნი მოციქულთანი: პეტრე და პავლე

Κατηγορίες: ქართულ ენაზე

მართლმადიდებელი ეკლესია 29 ივნისს/12 ივლისს დიდებით დღესასწაულობს დიდებულთა და ყოვლადქებულთა, მოციქულთა თავთა პეტრესი და პავლეს ხსენების დღეს. თავნი მოციქულთანი ვადიდნეთ, მნათობნი ყოვლისა სოფლისანი: პეტრე, კლდე სიმტკიცისა, პავლე, პირი ქრისტესი და მოძღუარი წარმართთა, რაჲთა ოხითა მათითა მოვიღოთ შენდობაჲ ცოდვათა. წმიდა დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა თავთა პეტრეს და პავლეს ლოცვით უფალო იესო ქრისტე შეგვიწყალენ, დაგვიფარენ და გაგვაძლიერენ ჩუენ! ამინ!

Περισσότερα

განცხადება “ევღენიოს ვულღარის” სტიპენდიაზე შემდგომი განათლების მისაღებად მართლმადიდებელ სულიერ ცხოვრებასა და თეოლოგიაში

Κατηγορίες: ქართულ ენაზე

“ევღენიოს ვულღარის” სტიპენდია შემდგომი განათლების მისაღებად მართლმადიდებელ სულიერ ცხოვრებასა და თეოლოგიაში განცხადება წმიდა მაქსიმე ბერძენის სახელობის ინსტიტუტი ვატოპედის წმიდა და დიდი სავანის თანადგომით აცხადებს “ევღენი ვულღარის” სტიპენდიის პროგრამას. ევღენი ვულღარი (1716-1806) აფინანსებდა ათონიადას აკადემიის მოწაფეებს, რომელის დაარსებული გახლდათ ვატოპედის წმიდა და დიდი სავანის მიერ. თავისი ეპოქისას გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი და უმნიშვნელოვანესი პიროვნება, იყო თეოლოგი, ფილოსოფოსი, მეცნიერი, ენციკლოპედისტი, მწერალი, მამა და მწყემსი ეკლესიის, პედაგოგი სრულიად მართლმადიდებლობის ფარგლებში. “ევღენი ვულღარის” პროგრამა ეხება: მართლმადიდებელ თეოლოგებს (37 წლამდე), დოქტორანტურის ტიტულის მქონეთ ან დოქტორანტურის სტიპენდიანდებს. ხანგრძლივობა: 1 წელი (1 ოქტომბერი – 30 სექტემბერი). პროგრამის ენა: ახალბერძნული  

Περισσότερα

როგორ ვებრძოლოთ ვნებებს? (ათანასე)

Κατηγορίες: ქართულ ენაზე

ლიმასოლის მიტროპოლიტი, მეუფე ათანასე აღწერს იმ სულიერ საშუალებებს, რომელთა მეშვეობითაც, ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების თანახმად, მორწმუნეთა ინდივიდუალური ძალისხმევითა  და საღმრთო მადლის დახმარებით ხდება ვნებებთან ბრძოლა. მეუფე ათანასე: – წინა შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელის წიგნის – „უხილავი ბრძოლა“- მე-16 თავზე, რომელსაც ზოგად სათაურად ჰქონდა, თუ რა საშუალებებით უნდა დაიწყოს იესო ქრისტეს ჯარისკაცმა გათენებისთანავე ბრძოლა. ვისაუბრეთ ასევე ლოცვაზე, განსაკუთრებით კი, იესო ქრისტეს ლოცვის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. ამ წიგნის მე-17 თავში, რომელიც ძალიან პატარა თავია, დაახლოებით ერთი პარაგრაფია, წმიდა ნიკოდიმოსი ამბობს, თუ რა თანმიმდევრობით უნდა ვებრძოლოთ ჩვენს ვნებებს. იქ შემდეგია ნათქვამი: იბრძოლე ჩემო ძმაო, რათა შეიცნო ის წესრიგი, რომელიც უნდა დაიცვა, რათა ებრძოლო შენს ვნებებს ისე, როგორც გმართებს და არა უბრალოდ ან ისე, როგორც ეს თავისთავად გამოვა. ამ თანმიმდევრობას არ იცავს უამრავი და სწორედ ...

Περισσότερα

წმიდანთა დასში ჩაეწერა ბერი ამფილოქე მაკრის

Κατηγορίες: ქართულ ენაზე

2018 წლის 29 აგვისტოს მსოფლიო საპატრიარქოს წმიდა სინოდმა, რომელიც მოღვწეობს ფანარში (კონსტანტინოპოლი), მსოფლიო პატრიარქის უწმიდესი ბართოლომეოსის ხელმძღვანელობით წმიდანად შერცხა პატმოსელი ბერი ამფილოქე მაკრის (1889-1970). წმიდა მამათა მეოხებით  ქრისტე ღმერთო შეგვიწყალენ ჩუენ. ამინ!  

Περισσότερα

ვეღარ ეტევა შიგნით გულში

Κατηγορίες: ქართულ ენაზე

სადაც სრულიად აღარ არსებობს ადამიანური ნუგეში, იქ მეფობს უფალი, მაშინ ის ჩაგიკრავს და ჩაგძირავს, და იმდენად დიდია რომ შიგნით გულში ვეღარ ეტევა. ღირსი პაისი მთაწმიდელი

Περισσότερα

შობა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა

Κατηγορίες: ქართულ ენაზე

მართლმადიდებელი ეკლესია 8/21 სექტემბერს აღნიშნავს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის და მარადის ქალწულ მარიამის შობას. შობამან შენმან, ღმრთისმშობელო ქალწულო, სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა, რამეთუ შენგან აღმოგჳბრწყინდა მზე სიმართლისა, ქრისტე ღმერთი ჩუენი, დაჴსნა წყევა, და მოგუმადლა კურთხევა და განაქარვა სიკუდილი, და მოგუანიჭა ჩუენ ცხორებაჲ საუკუნოჲ. იოაკიმ და ანა ყუედრებისაგან უშვილობისა, ხოლო ადამ და ევა ჴრწნილებისაგან და სიკუდილისა განთავისუფლდეს, უხრწნელო, დიდებულითა და პატიოსნითა შობითა შენითა, ამას დღესასწაულობს ერიცა შენი, თანამდებობისაგან ბრალთასა ჴსნილი ღაღადებენ შენდამი: ბერწი შობს ღმრთისმშობელსა და მზრდელსა ცხოვრებისა ჩუენისასა. ღმრთისმშობელო ქალწულო შეგვეწიე და გვაცხოვნე ჩუენ!

Περισσότερα

წმიდა დიდმოწამე, საქართველოს მნათობი კახეთის დედოფალი ქეთევანი (+1624)

Κατηγορίες: ქართულ ენაზე

მართლმადიდებელი ეკლესია 13/26 სექტემბერს აღნიშნავს წმიდა დიდმოწამე საქართველოს მნათობის კახეთის დედოფალი ქეთევანის ხსენების დღეს. მოწყლულმან სურვილითა საღმრთოჲთა, წყლულებანი მრავალი თავს ისხენ და ტანჯვათა ფერადობანი ახოვნად დაითმინენ, ვინაცა წარმავალისა დედოფლობისა წილ სუფევაჲ ზეცისა დაიმკვიდრე, სამგზის სანატრელო ქეთევან, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის. ითვისებს თვისსა და შეიტკბობს მისთვის მოწყლულსა ზეცათა დედოფალი ქვეყნიერსა დედოფალსა ასული დავითისი ყოვლად უხრწნელი მარიამ, სანატრელსა ქეთევანს, დავითის ტომით აღმოსრულსა, რომელმან საქმით აჩვენა თვისება მისი და აწ გვირგვინითა შემკული, წინაშე მისსა იღწვის ჩუენ ყოველთათვის. წმიდაო დიდმოწამეო ქეთევან, ევედრე ქრისტესა ღმერთსა ჩუენთვის!

Περισσότερα

ჯვართამაღლება – მსოფლიო ამაღლება ცხოველსმყოფელისა და პატიოსნისა ჯვარისა

Κατηγορίες: ქართულ ენაზე

მართლმადიდებელი ეკლესია 14/27 სექტემბერს დიდი ზეიმით აღნიშნავს ჯვართამაღლების სამეუფეო დღესასწაულს. აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევაჲ ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაჲთა ვიტყოდეთ: უფალო, დიდებაჲ შენდა. რომელი ამაღლდი ნებსით ჯუარსა ზედა, მოსახელესა შენსა ახალსა მოქალაქობასა, წყალობანი შენნი მოგუანიჭენ, ქრისტე ღმერთო, ახარე ძალითა შენითა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა და ძლევაჲ მომადლე მას მბრძოლთა მიმართ, რომელსა თანა შემწედ აქუს შენი საჭურველი მშჳდობისაჲ, უძლეველი საძლეველი, ჯუარი შენი, ყოვლადძლიერი.

Περισσότερα

დღესასწაული საუფლო კვართისა და ღმრთივბრწყინვალე და მირონმდინარე სვეტისა

Κατηγορίες: ქართულ ენაზე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1/14 ოქტომბერს დიდი ზეიმით აღნიშნავს საუფლო კვართისა და ღმრთივბრწყინვალე და მირონმდინარე სვეტის დღესასწაულს. კათოლიკე ეკლესიისა დღესასწაული სუჱტისა წმიდისა და კუართისა საუფლოსა: ნათელი შემოჰკრებს კიდეთა სოფლისათა უკუდავებად წმიდად მირონსა გჳწყაროებს: რომელნი წმიდასა ღმრთისმშობელსა და მისგან შობილსა ქრისტესა თაყუანისვჰსცემთ: რათა ვჰპოვოთ ცხორება სულთა ჩუჱნთა. ზესთა მბრძოლისა ჩემისათვის და შემწისა უძლეველისა, სვეტისა წმიდისა და ღმრთივბრწყინვალისა, რომელი ნათობს საუფლოსა და ზეგარდამო ქსოვილსა კვართსა ზედა და ელვებრ აკრთობს ცათა მობაძავსა საყდარსა და მგალობელთა და მედღესასწაულეთა თვისთა განაშვენებს და ცისკროის და სიხარულსა მრჩობლსა მიანიჭებს, რომელნი ქებასა შეასხმენ: გიხაროდენ სვეტო ბრწყინვალეო.

Περισσότερα

დოქიარის წმიდა მონასტრის იღუმენი ბერი გრიგოლი გარდაიცვალა

Κατηγορίες: ქართულ ენაზე

76 წლის ასაკში გარდაიცვალა დოქიარის წმიდა მონასტრის იღუმენი ბერი გრიგოლი. ერობაში ემანუილ ზუმის, წარმოშობით იყო კუნძულ პაროსიდან, გახლდათ ათენის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. მთაწმიდაზე მოსვლამდე მოღვაწეობდა კუნძულ პაროსზე და პატმოსზე წმიდა მამების ფილოთეოს ზერვაკოს და ამფილოქე მაკრისის მეთვალყურეობით. განაგებდა მირტას და პრუსუს მონასტრებს კარპენისში. ამის შემდეგ გგამორჩეულ იქმნა დოქიარის წმიდა მონასტრის იღუმენად, რომელიც აღადგინა და წარმატებით განაახლა. ტკბილი სამოთხე ჩვენო ძვირფასო ბერო!

Περισσότερα

წმიდა მოციქული და მახარებელი ლუკა

Κατηγορίες: ქართულ ენაზე

მართლმადიდებელი ეკლესია 18/31 ოქტომბერს აღნიშნავს წმიდა დიდებულის და ყოვლადქებულის, მოციქულის და მახარებელის ლუკას ხსენების დღეს. მოციქულო წმიდაო მახარებელო ლუკა, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობა. ჭეშმარიტსა ქადაგსა კეთილ-მსახურებისასა, და გამოუთქმელთა საიდუმლოთა რიტორსა, ვარსკვლავსა ეკლესიისასა, საღმრთოსა ლუკას შევასხმიდეთ, რამეთუ სიტყვამან გამოაჩინა იგი პავლეს თანა ბრძნისა წარმართთა მოძღურად, მხოლომან, რომელმან უწყნის გულთა შინანი.

Περισσότερα

ღირსი მამა გაბრიელი, სალოსი და აღმსარებელი(†1995)

Κατηγορίες: ქართულ ენაზე

მართლმადიდებელი ეკლესია 20 ოქტომბერს/ 2 ნოემბერს დღესასწაულობს ღირსი მამა  გაბრიელის, სალოსისა და აღმსარებელის ხსენების დღეს. ვითარცა ქრისტე მეუფემან ბუნებაჲ ღმრთაებრივი კაცობრივითა დაჰფარა და მით უჩინო ჰყო წინაშე ჩვენსა გამოუთქმელი დიდებაჲ მისი, გამსგავსებთ შენცა, რომელმან დიდებაჲ შენი სალოსობითა დაჰფარენ და ნიშითა აღმსარებლობისათა სულთა მწყემს ექმენ, მამაო ღირსო გაბრიელ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის. მიუწვდომელ არს მოწყალებაჲ მისი, რომლისა მადლითა ქმნულებაჲ განღმრთობილ ვიხილეთ, რომელმან შემოქმედისა ხატებაჲ განიმტკიცა, აღიყვანა რა მსგავსებად ღმრთისა ბუნებაჲ თვისი, ამისთვის გადიდებთ მამაო გაბრიელ ქებისა ღირსო, რომელი ქვეყანასა იყავ საყვირად სიმართლისა, მტრედად სიწმიდისა და მცხოვრები საკვირველითა სიმდაბლითა აჟღერებდი ჩანგსა სიბრძნისასა და ორღანსა სიყვარულისასა, ხოლო აწ ცათა შინა ხარ მეოხი ჩვენისა ცხოვრებისა და შუამდგომელ მადლისა ღმრთისა.

Περισσότερα

დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელი, მირონმდინარე

Κατηγορίες: ქართულ ენაზე

მართლმადიდებელი ეკლესია 26 ოქტომბერს/8 ნოემბერს აღნიშნავს დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის, მირონმდინარეს ხსენების დღეს. შემწე დიდი გპოვა შენ ჭირთა შინა სოფელმან თესალონიკემან, ღვაწლით შემოსილო მხედარო უფლისაო დიმიტრი, მომსრველო უღმრთოთა წარმართთაო და ხელის აღმპყრობელო ქრისტიანეთაო, რომელმან ამპარტავნებაჲ უსჯულოისა ლეოსი დაამხუ, და ბრძოლასა შინა ნესტორ განაძლიერე, აწცა ღმერთშემოსილო, ქრისტესა ღმერთსა, ევედრე მონიჭებად სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ. სისხლთა შენთა ნაკადულითა დიმიტრი, ეკლესია ღმრთისა პორფიროვან ჰყავ, რომელმან მოგცა შენ ძლევაჲ უძლეველი, დაიცევ ქალაქი შენი უბრძოლველად, რამეთუ შენ ხარ სიქადულ მისსა. დიდმოწამე გიორგი და დიდმოწამე დიმიტრი, ათანასე დიდის ლავრა  

Περισσότερα

რომ არ დაზარალდნენ

Κατηγορίες: ქართულ ენაზე

ბავშვების სულიერად  აღზრდისას, მათი ორმაგი ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებული სითბო, სიყვარული და განსჯის დიდი უნარი უნდა ვიქონიოთ, როდესაც პატარები არიან და რომ არ დაზარალდნენ, თუნდაც მათი გულწრელი ბავშვური ენთუზიაზმით. ღირსი პაისი მთაწმიდელი

Περισσότερα

„რამეთუ ესე არს ნებაჲ ღმრთისაჲ“

Κατηγορίες: ქართულ ენაზე

ძვირფასო მკითხველო, ვაგრძელებთ საუბრების თემას და გთავაზობთ ვატოპედის წმიდა და დიდი სავანის წინამძღვრის, ბერი ეფრემის საუბარს თემაზე: „რამეთუ ესე არს ნებაჲ ღმრთისაჲ, სიწმიდე ეგე თქუენი“ (I თესალონიკელთა მიმართ, 4.3.). წინამდებარე საუბარი განხორციელდა 2018 წლის 10 ოქტომბერს წმ. დიმიტრის მუნიციპალიტეტში მდებარე წმიდა დიმიტრის სახელობის ტაძარში, სადაც „დიმიტრია 2018“-ის ფარგლებში გაიმართა  საზეიმო ღონისძიება. „ვფიქრობ, რომ ყოველ ჩვენგანს აინტერესებს სიმწინდის თემა. ამასთან დაკავშირებით, ერთ შემთხვევას გავიხსენებ. რამდენიმე ხნის წინ მონასტერში მოვიდნენ ლიცეუმის მოსწავლეები. მათმა ხელმძღვანელმა მთხოვა, რომ ბავშვებისთვის ერთი-ორი სიტყვა მეთქვა. რამდენიმე კითხვა დავუსვი მათ და ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ისინი არისტოკრატული ოჯახებიდან იყვნენ. რადგანაც უკვე სწავლის ბოლო საფეხურზე იმყოფებოდნენ, გამოვკითხე, თუ რას აპირებდნენ მომავალში. ერთმა მითხრა, რომ აპირებდა საინჟინროზე ჩაბარებას, მეორემ – სამედიცინოზე, მესამემ –  ელექტრომექანიკურზე და ა.შ. ერთ-ერთმა მათგანმა განმიცხადა, რომ ჯერ ...

Περισσότερα