Γέρ. Εφραίμ ΒατοπαιδινόςΥπόθεση Μονής Βατοπαιδίου

დიდი და წმინდა ვატოპედის მონასტრის წინამძღვრის არქიმანდრიტ ეფრემის ექსკლუზიური ინტერვიუ

26 Οκτωβρίου 2010

დიდი და წმინდა ვატოპედის მონასტრის წინამძღვრის არქიმანდრიტ ეფრემის ექსკლუზიური ინტერვიუ

16 მაისი 2010 წელი

ჟურნალისტი იანა პაპადაკუ.

ჩვენი შეხვედრა 2006 წელს შედგა ბატონი კარამანლისის (საბერძნეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი) თხოვნით”

მამა ეფრემი ცეცხლოვან, მნიშვნელოვან და მრავლისმეტყველ მოსაზრებებს გამოთქვამს კარამანლისის მთავრობის წევრების წინააღმდეგ “კირიაკატიკი ელეფთეროტიპიასათვის” მიცემულ თავის ინტერვიუში. საუბარი შედგა ე.წ. ვატოპედის სკანდალის საგამოძიებო კომიტეტის საბოლოო განაჩენამდე ცოტა ხნით ადრე.

მანღიადგანაცხადა,რომსწორედყოფილიპრემიერიკარამანლისიიყოინიციატორიმათიშეხვედრისაათონისწმინდამთაზე2006წლისივლისში.ამასთანიგიამტკიცებს,რომსაუბარიშედგამხოლოდდამოლოდ“წმიდაგრიგოლპალამასფონდის”ჩამოყალიბებისსაკითხზე.მამაეფრემიუარყოფსფონდისჩამოყალიბებისთემის რაიმენაირ კავშირს ე.წ. ოლომპიური მიწის საკითხთან, თუმცა ამ მიწაზე მშენებლობის გეგმები უკვე 2006 წლისთვის ნათელი იყო, რაც წესით ყოფილი პრემიერისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო.

რაც შეეხება ბატონ თ. რუსოპულოსს, მამა ეფრემი აცხადებს: “ამ ბოლო დროს ჩვენ არავითარი ურთიერთობა არა გვაქვს მის მიერ გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადებების გამო” და დასძენს, რომ მათი ურთიერთობა ერთმნიშვნელოვნად სულიერ ხასიათს ატარებდა. ბატონი გ. ანღელუს შესახებ კი მან თქვა, რომ იგი ყოველ კვირა დღეს წმინდა ლაზარეს დღესასწაულზე რეგულარულად სტუმრობდა მონასტერს, მაგრამ “ჩვენ არასდროს გვითხოვია მისთვის ეშუამდგომლა მიწების გაცვლის საქმეში . . .”

მამა ეფრემი მთელი სერიოზულობით აცხადებს, რომ მიწების გაცვლის პროცესში მათი ჩართვა მთლიანად ინიცირებული იყო წინა მთავრობის მიერ.

ბერი ეფრემი, ვატოპედის წმინდა სავანის არქიმანდრიტი, მის სულიერ მამასთან – ბერ იოსებ ვატოპედელთან ერთად (მამა იოსები – თანამედროვე ათონის ერთ-ერთი წმინდა ადამიანი)

ჟურნალისტი: მართლაც ფიქრობთ, რომ თქვენ ხართ სკანდალის მიზეზი? ხომ არ დაგიშვიათ შეცდომები ვატოპედის საქმესთან დაკავშირებით? აღსარებას ამბობთ? გყავთ სულიერი მამა?

მამა ეფრემი: უპირველეს ყოვლისა ნება მიბოძეთ განვმარტო, რომ ეს შემთხვევა არ არის სკანდალი. ეს გახლავთ ხანგრძლივი მცდელობა საბერძნეთის მთავრობისგან დავიცვათ ვისტონიდას ტბაზე და მის შემოგარენზე მონასტრის ქონებრივი უფლება.

ამ საკითხს იმიტომ მიანიჭეს “სკანდალის” ელფერი, რომ მუქ ფერებში წარმოედგინათ მონასტრის სახე და მისი მრავალსაუკუნოვანი არსებობა, რომელიც რეალურად წარმოადგენს მსოფლიოს ათასობით ქრისტიანის მიზიდულობის ცენტრს. დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, არა მგონია დავთანხმებულიყავი გაცვლის პროცესში მონასტრის ჩართვას. მე, რა თქმა უნდა, ვთხოვდი საბერძნეთის მთავრობას დაეცვა მონასტრის, როგორც ორგანიზაციის, ინტერესები.

ჩემი აზრით, შეცდომა იყო თუ არა, ამის შეფასება მხოლოდ გარკვეული წლების შემდეგ არის შესაძლებელი, არსებული ვნებათაღელვის დაცხრომის, ყველა საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ.

მე ყოველთვის მყავდა სულიერი მამა. და რაც შეეხება აღსარებას, ეს ეკლესიის ერთ-ერთი საიდუმლოა.

ჟურნალისტი: ვინ დაიწყო მონასტრის განახლება? აუხსენით ეს ყველაფერი ყოფილი მთავრობის მინისტრებს? რა დახმარება ითხოვეთ მათგან?

მამა ეფრემი: მას შემდეგ რაც 1990 წელს 18 მონაზონისაგან შემდგარი საძმო ჩემი სულიერი წინამძღოლობით მოვიდა ვატოპედის მონასტერში, იგი გარდაიქმნა საერთო საცხოვრებლად. ეს საკმაოდ რთულ ამოცანას წარმოადგენდა, თუ მივიღებთ მხედველობაში იმას, რომ მონასტერი თითქმის დანგრეული იყო, უმრავლესობა შენობებისა მიტოვებული, საცხოვრებლად გამოუსადეგარი დაგვხვდა. ასევე დაკარგვის და განადგურების საშიშროების წინაშე აღმოჩნდა ფასდაუდებელი წმინდა ნაწილები, ხელნაწერები, უძველესი ნაბეჭდი წიგნები, ისტორიული დოკუმენტები და ა.შ. ჩვენ ვითავეთ 35 ათას კვადრატულ მეტრზე გადაჭიმული თითქმის გაუკაცრიელებული და დანგრეული მონასტრის (რომლის მთლიანი ფართობი მიმდებარე ტერიტორიებითურთ 70 ათას კვადრატულ მეტრზე მეტია) აღდგენა. ამასთან ერთად დავიწყეთ ზრუნვა მონასტრის ძველი დიდების დაბრუნებისთვისაც. დაიწყო შესაბამისი კვლევითი სამუშაოების წარმოება, მონასტრის აღმშენებლობა და ევროგაერთიანების დაფინანსების პროგრამებიდან თანხების მოძიება. მე არასოდეს განმიხილია ეს საკითხები რომელიმე მინისტრთან. მეტიც, შემიძლია ვთქვა, რომ მათი უმრავლესობა უზარმაზარ დაბრკოლებებს გვიქმნიდა მონასტრის ქონებრივი უფლებების დაცვის მცდელობისას.

ჟურნალისტი: რაიმე სახის პირადი მოლაპარაკებები ხომ არ გქონიათ ყოფილ პრემიერთან? რა იყო თქვენი შეხვედრის მიზეზი?

მამა ეფრემი: ყოფილი პრემიერი 2006 წლის ივლისის ბოლოს საკუთარი ინიციატივით ესტუმრა ათონის წმინდა მთას. პროტოკოლის თანახმად უნდა დაკავშირებოდა წმინდა კინოტს და იმ მონასტრებს, სადაც სტუმრობა სურდა, ვატოპედს და ივერონს. არავითარი სპეციალური მიზეზი ვიზიტისა არ არსებობდა, ამასთან მიწების გაცვლის თაობაზე არავითარი საუბარი არ შემდგარა. საუბარი შეეხო მხოლოდ და მხოლოდ “წმიდა გრიგოლ პალამას ფონდის” დაფუძნებას, რომელიც იქმნებოდა სხვადასხვა საქველმოქმედო მიზნებით, და ამ საკითხში იგი შეძლებისდაგვარ დახმარებას დაგვპირდა.

ჟურნალისტი: რა ურთიერთობა გქონდათ ბატონ თ. რუსოპულოსსთან? დღესაც განაგრძობთ ურთიერთობას?

მამა ეფრემი: ჩვენი ურთიერთობა წმინდა სულიერ ხასიათს ატარებდა. სამწუხაროდ იმ ცილისწამებების შემდეგ, რაც მან იკადრა, ჩვენ ურთიერთობა აღარ გვაქვს. დასანანია, რომ სარწმუნოება და სულიერება აღქმულია მხოლოდ როგორც დასჯის მეთოდი.

ჟურნალისტი: როგორთ ფიქრობთ, სხვადასხვა კომპანიებით, რომელთა შორის ოფშორულებიც არიან, მილიარდობით ევროს ბრუნვები შესაბამისობაშია ათონის წმინდა მთის სულიერებასთან?

მამა ეფრემი: უპირველეს ყოვლისა უნდა განვაცხადო, რომ ვატოპედის მონასტერი არასოდეს არ იყო დაკავებული სამეწარმეო საქმიანობით. ეს არ არის ჩვენი მისია. ამისათვის მონასტერმა თავისი თანხების განკარგვა დაავალა მესამე მხარეს, ამ საქმის სპეციალისტებს. დაბეჯითებით ვაცხადებ, რომ მონასტერი თავის თანხებს იყენებს მხოლოდ და მხოლოდ სავანის აღდგენისათვის, წმინდა ნაწილების რესტავრაციისათვის, მონაზონთა და სტუმართა გამოსაკვებად და მასპინძლობისთვის, საქველმოქმედო საქმიანობისათვის.

ჟურნალისტი: თქვენი მონასტრის სტუმართა რიცხვი მართლაც რომ შთამბეჭდავია. რა იგულისხმეთ როდესაც საგამოძიებო კომიტეტს განუცხადეთ: “ჩვენ ეროვნული ცენტრი ვართ, ჩვენ ჭეშმარიტად ჩვენს ხალხს ვემსახურებით”?

მამა ეფრემი: ნებისმიერ მართლმადიდებლურ ქვეყანაში მონასტრები ის ადგილებია, სადაც საუკეთესო ეროვნულ და სულიერ ტრადიციებს იცავენ. ვატოპედიც ერთ-ერთი მათგანია. იგი ინარჩუნებს ეროვნულ ტრადიციებს და ემსახურება მართლმადიდებლობას. ვფიქრობ, უდიდესი მისიაა წარმოადგენდე ჩვენს ერს და მართლმადიდებლური ტრადიციის საუნჯეს. ჩვენი სტუმრებისთვის, იქნებიან ეს ჩვეულებრივი ადამიანები თუ ერის წინამძღოლები, სწორედ ეს არის ჭეშმარიტად საბერძნეთის ღირსება.

ჟურნალისტი: თქვენი აზრით მართლა იყვნენ მთავრობაში ადამიანები, რომელთაც ქრთამი აიღეს თქვენთვის სახელმწიფო მიწების გადმოცემის უზრუნველსაყოფად?

მამა ეფრემი: დაბეჯითებით ვაცხადებ _ არა. დიდი უსამართლობა იქნებოდა სხვაგვარად გვეფიქრა. ჩენ ვთხოვეთ, რომ ყველა ჩვენი საბანკო ანგარიში გაეხსნათ იმაში დასარწმუნებლად, თუ სად ირიცხებოდა თანხები. როგორც მე ვიცი, საბერძნეთის ბანკის გამოძიებით არ დასტურდება, რომ მთავრობის რომელიმე მოხელეს მიეღო თანხა მესამე მხარის გავლით. რაც შეეხაბა ე.წ. “მიწის საუკეთესო ნაკვეთებს” (ეს ტერმინი აშკარად მთავრობისა და საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად მოიფიქრეს), მინდა გითხრათ, რომ იმ მიწებს, რომელსაც მთავრობა გვთავაზობდა ვისტონიდას ტბისა და მისი შემოგარენის სანაცვლოდ, ძნელად თუ ვუწოდებთ “საუკეთესო ნაკვეთებს”. პირიქით, უმეტესი მათგანი საერთოდ უვარგისი იყო რაიმე საქმიანობაში გამოსაყენებლად შემდეგი მიზეზების გამო: ეს იყო მიწა, რომელზედაც მოქმედებდა სამშენებლო შეზღუდვები, ან იყო ტყის მასივები, ან, “ოლიმპიური მიწის” შემთხვევაში, არ პასუხობდა უსაფრთხოების მოთხოვნებს ნებისმიერი სამშენებლო პროექტის დასაწყებად.

ჟურნალისტი: რას უპასუხებდით ბატონი ციტურიდესის განცხადებას, რომ თქვენ ლეპტოპის გამოყენებით მიუთითებდით თქვენთვის სასურველი მიწების ჩამონათვალს?

მამა ეფრემი: ჯერ ერთი, მე არ ვიცი ის მიზეზები, რის გამოც ბატონი ციტურიდესი ასე ცრუობს. ის ერ-ერთი მათგანი იყო, ვინც აღიარებდა ჩვენს საკუთრების უფლებას ვისტონიდას ტბაზე და მის შემოგარენზე და სურდა მიწების გაცვლის პროექტის განხორციელება. მეორეც, მიუხედავათ ამისა, დაბეჯითებით ვაცხადებ, რომ ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა შესაძლო სანაცვლო მიწების შესახებ და მითუმეტეს, არანაირი უფლება არ გვქონდა მიგვეთითებინა და შეგვერჩია ისინი, და ბოლოს, მე საერთოდ არ ვიცი რა არის “ლეპტოპი”.

ჟურნალისტი: თქვენ განუცხადეთ საგამოძიებო კომიტეტს, რომ სურვილის საწინააღმდეგოდ ჩაგრთეს მიწების გაცვლის პროცესში. ვინ ჩაგრთოთ და ვინ მოიგო ყოველივე ამით?

მამა ეფრემი: 1998 წლიდან სხვადასხვა მთავრობები შესაბამისი გადაწყვეტილებებით აღიარებდნენ ვისტონიდას ტბაზე და მის შემოგარენზე ვატოპედის მონასტრის ქონებრივ უფლებას. ამ მიწის გაცვლა ჩვენი არჩევანი არ იყო. ეს ყოფილი მთავრობის წამოწყებულია, რომელსაც უნდა დაემშვიდებინა ადგილობრივი (რეგიონალური) ხელისუფლება, რომელიც მოითხოვდა ჩვენს მიერ ამ ტერიტორიების დატოვებას და სწორედ ამ უკანასკნელის ძალისხმევით მივედით გაცვლის პროცესამდე. ქსანთის რეგიონის (რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს ვისტონიდას ტბა. მთარგ. შენიშვნა) სასამართლო კომიტეტის თავმჯდომარემ ბატონმა ა. ქსინიდესმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ გაცვლის პროცესი მათი დაჟინებული მოთხოვნების გამო დაიწყო. ბატონი ა. ქსინიდესი ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი წარმომადგენელი ბრძანდებოდა. იგი დაკავშირებული იყო PASOK-ის (“სრულიადბერძნული სოციალისტური მოძრაობა”, მოქმედი პრემიერ-მინისტრის გეორგიოს პაპანდრეუს მემარცხენე ცენტრისტული პარტია, ამჟამად მმართველი პარტია საბერძნეთში. მთარგმნ. შენიშვნა) სამშენებლო კომიტეტის გენერალურ მდივანთან. საგამოძიებო კომიტეტზე 2008 წელს ბატონი ა. ქსინიდესის მგავსი განცხადებები გააკეთეს სხვა მოწმეებმაც, კერძოდ, სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა ბატონმა ბასიაკოსმა, და ყოფილმა მდივნის მოადგილემ ბატონმა კონტოსმა. ამ ბატონების ნათქვამი სიმართლე რატომ არ გაუშუქებია არასოდეს მედიასაშუალებებს? დიახ, ყოფილი მთავრობის ზეწოლით ჩვენ იძულებული გავხდით დავთანხმებოდით გაცვლის პროცესს, რაც გარედან ისე წარმოაჩინეს, თითქოს ჩვენ ვმონაწილეობდით პოლიტიკურ თამაშში, რომელშიც, რა თქმა უნდა, ჩვენ მოგებული არა ვართ.

ჟურნალისტი: რა ურთიერთობა გქონდათ ბატონ გ. ანღელუსთან? გითხოვიათ ოდესმე მისთვის აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დახმარება?

მამა ეფრემი: ბატონი ანღელუ ჩვენ მონასტერს წმიდა ლაზარეს კვირის დღესასწაულზე ზედიზედ სტუმრობდა სამი წლის განმავლობაში. მე არასოდეს, არცერთ საქმეში, არ მითხოვია მისთვის შუამდგომლობის გაწევა.

წყარო: “კირიაკატიკი ელეფთეროტიპია”, 16 მაისი, 2010 წელი

ბერძნულიდან ინგლისურზე თარგმანი: ოლგა კოკინოსი, ჟურნალისტი

მამა ეფრემი მთელი სერიოზულობით აცხადებს, რომ მიწების გაცვლის პროცესში მათი ჩართვა მთლიანად ინიცირებული იყო წინა მთავრობის მიერ.

ბერი ეფრემი, ვატოპედის წმინდა სავანის არქიმანდრიტი, მის სულიერ მამასთან – ბერ იოსებ ვატოპედელთან ერთად (მამა იოსები – თანამედროვე ათონის ერთ-ერთი წმინდა ადამიანი)

ჟურნალისტი: მართლაც ფიქრობთ, რომ თქვენ ხართ სკანდალის მიზეზი? ხომ არ დაგიშვიათ შეცდომები ვატოპედის საქმესთან დაკავშირებით? აღსარებას ამბობთ? გყავთ სულიერი მამა?

მამა ეფრემი: უპირველეს ყოვლისა ნება მიბოძეთ განვმარტო, რომ ეს შემთხვევა არ არის სკანდალი. ეს გახლავთ ხანგრძლივი მცდელობა საბერძნეთის მთავრობისგან დავიცვათ ვისტონიდას ტბაზე და მის შემოგარენზე მონასტრის ქონებრივი უფლება.

ამ საკითხს იმიტომ მიანიჭეს “სკანდალის” ელფერი, რომ მუქ ფერებში წარმოედგინათ მონასტრის სახე და მისი მრავალსაუკუნოვანი არსებობა, რომელიც რეალურად წარმოადგენს მსოფლიოს ათასობით ქრისტიანის მიზიდულობის ცენტრს. დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, არა მგონია დავთანხმებულიყავი გაცვლის პროცესში მონასტრის ჩართვას. მე, რა თქმა უნდა, ვთხოვდი საბერძნეთის მთავრობას დაეცვა მონასტრის, როგორც ორგანიზაციის, ინტერესები.

ჩემი აზრით, შეცდომა იყო თუ არა, ამის შეფასება მხოლოდ გარკვეული წლების შემდეგ არის შესაძლებელი, არსებული ვნებათაღელვის დაცხრომის, ყველა საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ.

წყარო: “კირიაკატიკი ელეფთეროტიპია”, 16 მაისი, 2010 წელი

ბერძნულიდან ინგლისურზე თარგმანი: ოლგა კოკინოსი, ჟურნალისტი