Θαύματα και θαυμαστά γεγονόταΙερά Μεγίστη Μονή ΒατοπαιδίουΞένες γλώσσεςΟδοιπορικά - Προσκυνήματαქართულ ენაზე

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის წმიდა სარტყელი

14 Φεβρουαρίου 2017
ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის წმიდა სარტყელი

ეს სარტყელი ნაკურთხია ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის წმიდა სარტყელით, რომელიც ათონის მთის ვატოპედის მონასტერში XIV-ე საუკუნიდან ინახება. იგი შეწირულია ბიზანტიის იმპერატორ იოანე კანტაკუზელის მიერ.

ძველი გადმოცემის მიხედვით ამგვარი სარტყელი ურიგდებოდათ  ღმრთისმოშიშ მომლოცველებს და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მადლით, რომლის სახელობისაც არის ჩვენი მონასტერი, აღსრულებულა მრავალი სასწული: კურნება მიმადლებიათ კიბოთი და ასევე სხვა სნეულებებით დაავადებულებს, უმეტესად  კი მრავალი უშვილო ცოლ-ქმარი მშობლები გამხდარან.

საჭიროა დაავადებულმა გაიკეთოს ეს სარტყელი და გარკვეული დროის მანძილზე ატაროს  იგი. აქ ძალზე მნიშვნელოვანია ამ ადამიანის სინანული, აღსარება, ლოცვა, საღმრთო ლიტურგიაში მონაწილეობის მიღება. ასევე უნდა მოიქცეს უშვილო წყვილიც, მიუმატებენ რა ყველაფერ ამას შეძლებისდაგვარ ცოლ-ქმრული ურთიერთობის შეზღუდვას სარტყელის ტარების პერიოდში.

სულიერი ცხოვრება გამუდმებული სინანულითა და ეკლესიის საიდუმლოებებში მონაწილეობის მიღებით, რაღა თქმა უნდა, საჭიროა მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდებოდეს, რადგან იგი წარმოადგენს ერთადერთ საშუალებას ღმერთთან ურთიერთობისა და ერთობისათვის, როგორც აწინდელ ისე მომავალ საუკუნოვან ცხოვრებაში.

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის წმიდა სარტყელი

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის წმიდა სარტყელი

ვატოპედის წმიდა მონასტერი
63086 კარიესი
ათონის წმიდა მთა
საბერძნეთი

Святая Великая Обитель Ватопедская
63086  Карея
Святая  Гора
Греция