ძვირფასო მკითხველო, ვაგრძელებთ საუბრების თემას და გთავაზობთ ვატოპედის წმიდა და დიდი სავანის წინამძღვრის, ბერი ეფრემის საუბარს თემაზე: „რამეთუ ესე არს ნებაჲ ღმრთისაჲ, სიწმიდე ეგე თქუენი“ (I თესალონიკელთა მიმართ, 4.3.). წინამდებარე საუბარი განხორციელდა 2018 წლის 10 ოქტომბერს წმ. დიმიტრის მუნიციპალიტეტში მდებარე წმიდა დიმიტრის სახელობის ტაძარში, სადაც „დიმიტრია 2018“-ის ფარგლებში გაიმართა საზეიმო ღონისძიება. „ვფიქრობ, რომ ყოველ ჩვენგანს აინტერესებს სიმწინდის თემა. ამასთან დაკავშირებით, ერთ შემთხვევას გავიხსენებ. რამდენიმე ხნის წინ მონასტერში მოვიდნენ ლიცეუმის მოსწავლეები. მათმა ხელმძღვანელმა მთხოვა, რომ ბავშვებისთვის ერთი-ორი სიტყვა მეთქვა. რამდენიმე კითხვა დავუსვი მათ და ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ისინი არისტოკრატული ოჯახებიდან იყვნენ. რადგანაც უკვე სწავლის ბოლო საფეხურზე იმყოფებოდნენ, გამოვკითხე, თუ რას აპირებდნენ მომავალში. ერთმა მითხრა, რომ აპირებდა საინჟინროზე ჩაბარებას, მეორემ – სამედიცინოზე, მესამემ – ელექტრომექანიკურზე და ა.შ. ერთ-ერთმა მათგანმა განმიცხადა, რომ ჯერ ...




















