Όλα τα άρθρα από

Πεμπτουσία

ხორციელად შობა უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესო ქრისტესი

Κατηγορίες: ქართულ ენაზე

მართლმადიდებელი ეკლესია 25 დეკემბერს/7 იანვარს დიდებით დღესასწაულობს ხორციელად შობას უფალი ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესო ქრისტესი. შობამან შენმან ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა, რამეთუ, რომელნი ვარსკულავსა მსახურებენ, ვარსკულავისაგან ისწავეს თაყუანისცემაჲ შენი, მზეო სიმართლისაო, რომელი აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთად, უფალო დიდება შენდა. ქალწული დღეს არსებად უზესთაესსა შობს ჩვენთვის, და ქუეყანა ქვაბსა შეუხებელსა შესწირვენ, ანგელოსნი მწყემსთა თანა დიდების მეტყუელებენ, ხოლო მოგვნი ვარკულავისა თანა მოზაურობენ, რამეთუ ჩუენთვის იშვა ყრმა ახალი, პირველ საუკუნეთა ღმერთი.

Περισσότερα

ღირსი სერაფიმე საროველი, სასწაულთმოქმედი

Κατηγορίες: ქართულ ენაზე

მართლმადიდებელი ეკლესია 2/15 იანვარს აღნიშნავს ღირსი სერაფიმეს, საროველი სასწაულთმოქმედის ხსენების დღეს. სიყრმითგან შეიყვარე ქრისტე, ნეტარო, და მას მხოლოსა ჰმსახურე გულისთქმითა მხურვალითა, დაუცადე­ბე­ლითა ლოცვითა და მარხვითა უდაბნოჲ მოიმუშაკე, ლმობიერითა გულითა სიყვარული ქრისტესი მოიპოვე, დედისა ღმრთისა საყვარელ რჩეულად გამოსჩნდი. ამის­თვისცა ვხმობთ შენდამო: გვიხსენ ჩუენ ლოცვათა შენთა მიერ, ჰოჲ ღირსო მამაო ჩუენო, სერაფიმე.

Περισσότερα

განცხადება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი – ნათლისღება

Κατηγορίες: ქართულ ენაზე

მართლმადიდებელი ეკლესია 6/19 იანვარს დიდებით დღესასწაულობს განცხადებას უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესო ქრისტესი – ნათლისღებას. რაჟამს იორდანეს ნათელიღე შენ, უფალო, მაშინ სამებისა თავყანისცემა გამოსჩნდა, რამეთუ მამისა ხმა გეწამებოდა, და საყუარელად ძედ სახელ გვდა შენ, და სულიწმიდა სახითა ტრედისათა დაამტკიცებდა სიტყვისა მის უცდომელობასა, რომელი განსცხადენ, ქრისტე ღმერთო, და ყოველი სოფელი განანათლე, დიდება შენდა. განეცხადე დღეს ყოველსა სოფელსა და ნათელი შენი უფალო აწ მოისახა ჩუენ ზედა, მეცნიერებით მცნობთა მათ შენთა და განსცხადენ ნათელო შეუხებელო.

Περισσότερα

საკუთარი თავის გამოცდა

Κατηγορίες: ქართულ ენაზე

საკუთარ თავს ხშირად ნუ მიატოვებ  მიზნის გარეშე. ყოველ საათს ზედამხედველობა გაუწიე, გამოიკვლიე და აკონტროლე იგი. და მუდამ კითხულობდე: ეხლა როგორ ვარ? ბერი ეფრემ კატუნაკელი

Περισσότερα

ვატოპედის სავანის მოზაიკების შესახებ

Κατηγορίες: ქართულ ენაზე

სავანის კათოლიკონში (მონასტრის მთავარი, საკრებულო ტაძარი) წმინდა მთისათვის დამახასიათებელი და ერთადერთი ცოცხლად შემორჩენილი კედლის მოზაიკებია. ისინი ერთიანობაში ოთხ სიუჟეტს ქმნიან. ეს კონკრეტული რიცხვი სავარაუდოდ მოზაიკის შექმნის ძვირად ღირებულ ტექნიკას და იმ მასალის თვისებებს უნდა უკავშირდებოდეს, რომელსაც მის შესაქმნელად იყენებდნენ. ამ მოზაიკებით გამოსახულია: 1. ტაძრის მთავარი ნაწილში, გუმბათის ქვეშა თაღებზე, ხარების სცენა, რომელიც თარიღდება XI საუკუნის დასაწყისიდან XII საუკუნის დასაწყისამდე პერიოდით. გამოსახულება განთავსებულია თვალსაჩინო ადგილას, რათა ხაზი გაესვას კათოლიკონის (მონასტრის მთავარი, საკრებულო ტაძარი) ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხარების სახელზე აგების ფაქტს. ხარება ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელისა, ტაძრის მთავარი ნაწილის გამოსახულება ხარება ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელისა, ტაძრის მთავარი ნაწილის გამოსახულება 2. გარე სტოაში, შესასვლელის თავზე, რომელსაც შიდა სტოაში შევყავართ, დომინირებს ვედრების – დეისუსის ფრესკა, რომელიც დაახლოებით იმავე პერიოდის ნამუშევარი უნდა იყოს. ზემოთ ხსენებული ორი კომპოზიციის შესრულების უნაკლო ტექნიკა და მათ შესაქმნელად დიდი ...

Περισσότερα

არქიმანდრიტი ეფრემი მოათავსეს კიევის საავადმყოფოში

Κατηγορίες: ქართულ ენაზე

პარასკევს შუადღეს გულის შეტევის დიაგნოზით კიევის საავადმყოფოში მოათავსეს ვატოპედის წმიდა და დიდი სავანის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი. ბერი ეფრემი უკრაინაში იმყოფება მსოფლიო საპატრიარქოს მისიით, რომლის წევრადაც დაინიშნა უწმიდესი მსოფლიო პატრიარქის მიერ, რათა ესწრებოდეს კიევის მიტროპოლიტის ეპიფანეს აღსაყდრების ცერემონიალს. კონსტანტინოპოლიდან კიევში ჩაფრენისას ღერონდამ იგრძნო ძლიერი სისუსტე და თვითმფრინავის დაჯდომისთანავე გადაყვანილ იქნა კიევის კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც ექიმების მიერ მისი მდგომარეობა შეაფასეს, რომ გადაიტანილი ქონდა ინფაქტი. სასწრაფოდ გაეწია პირველი დახმარება. იმის გათვალისწინებით, რომ ღერონდას აქვს საკმაოდ მძიმე გულსისხლძარღვთა დაავადების ისტორია და არის შაქრიანი დიაბეტის მატარებელი, ექიმთა კონსილიუმის შეშფოთება გახლდათ უფრო მაღალი, საჭიროდ მიიჩნიეს მათი მეთვალყურეობის ქვეშ დარჩენა. ამ დრომდე რჩება კიევის საავადმყოფოში ექიმთა კონტროლის ქვეშ. წყარო:  www.orthodoxianewsagency.gr  

Περισσότερα

ერთობა ქრისტეში

Κατηγορίες: ქართულ ენაზე

ვაგრძელებთ ლიმასოლის მიტრიპოლიტის მაღალყოვლადუსამღვდელოესი ათანასეს  საუბრების ციკლს. საუბრები არის აუდიო ფორმატის, გთავაზოვთ მის ბეჭდურ ვარიანტს. ლიმასოლის მიტროპოლიტი,მეუფე ათანასე, აანალიზებს რა ბასილი დიდის წირვის ლოცვებს, საუბრობს სამყაროსა და ყოველივე შექმნილის მიმართ განცდილ პირობით სიყვარულზე და მას ადარებს შემოქმედის მიმართ არსებულ აბსოლუტურ სიყვარულსა და ნდობას.  ეხება ასევე ჩვენს პირადსა და ეთნიკურ თემებს, ხოლო ქორწინების დალოცვილ საიდუმლოზე საუბრისას აღნიშნავს, რომ გვმართებს ჩვენი ეკლესიის წიაღში უმწიკვლოდ და მოკრძალებით ცხოვრება, რის მაგალითსაც ჩვენ ქრისტეს სიყვარული გვაძლევს. „ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს ღმრთაებრივ მსახურებას ჩვენი გარდაცვლილი ძმებისათვის და რომ ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც კი შეგვიძლია მივუძღვნათ გარდაცვლილებს, არის ღმრთაებრივი მსახურებისას აღვლენილი ლოცვა მათი სულების საცხონებლად. როდესაც ვამბობთ, რომ ვასრულებთ საღმრთო მსახურებას გარდაცვალებულთათვის და არა მარტო მათთვის, არამედ ცოცხალთათვისაც, ნიშნავს რომ ჩვენ უნდა გავიღოთ ის, რაც გაგვაჩნია, ...

Περισσότερα

ღირსი შიო მღვიმელი

Κατηγορίες: ქართულ ენაზე

ღირსი შიო მღვიმელი ერთ-ერთი იყო იმ  ცამეტ ასურელ მამათაგან – ღირსი იოანე ზედაზნელი, აბიბოს ნეკრესელი, ანტონ მარტყოფელი, დავით გარეჯელი, ზენონ იყალთოელი, თადეოზ სტეფანწმიდელი, ისე წილკნელი, იოსებ ალავერდელი, ისიდორე (ეზდრიოს) სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, პიროს ბრეთელი, სტეფანე ხირსელი, რომლებიც უფლის განგებულებით და ღირსი იოანე ზედაზნელის წინამძღოლობით   VI საუკუნეში დიდებით შემოვიდნენ საქართველოში. გააძლიერეს, განამტკიცეს და შემოიკრიბეს ერი და ბერი, დააარსეს მრავალი მონასტერი და მათი მტკიცე, დაუღალავი, უანგარო მუშაკობით მრავალი ახალნერგი აღძრეს უფლის ერთგულებასა და სიყვარულში. მართლმადიდებელი ეკლესია ყველიერი კვირის ხუთშაბათს აღნიშნავს ღირსი შიო მღვიმელის ხსენების დღეს! ღირსი მამის წმიდა საფლავი მისი მიერ დაარსებულ შიომღვიმის მონასტერში  მდებარეობს. ”მისი წმიდა ლოცვით, უფალო, იესო ქრისტე შეგვიწყალენ და გვაცხოვნენ ჩვენ. ამინ!”  

Περισσότερα

შენდობის კვირა

Κατηγορίες: ქართულ ენაზე

წმიდა და დიდი მარხვის პერიოდი სავსეა სიხარულით, რადგან საღმრთო ეკლესია,  დედამიწის მთელ ზურგზე, სულიერი განახლებისთვის მნიშვნელოვანი ბრძოლის განხორციელებას იწყებს. უფალს მადლობა უნდა ვუთხრათ იმისათვის, რომ ჩვენც, როგორც ქრისტეს დიდი ეკლესიის მორჩილი წევრები, ვუერთდებით ამ საყოველთაო მადლს, რომელიც მის ეკლესიაშია გამეფებული. მხოლოდ უფლის მადლის შემწეობით  არის შესაძლებელი ჩვენი განახლების განხორციელება, ჩვენი სულიერი აღორძინება. „რამეთუ თჳნიერ ჩემსა არარაჲ ძალ-გიც ყოფად არცა ერთი“ (იოვანე, 15, 5), ამბობს უფალი. ჩვენ გვესაჭიროება ღმრთიური მადლი, რომლითაც აღსავსეა ეს პერიოდი, რათა ვიპოვოთ ჩვენი გული, რომ მან კვლავ განაგრძოს სიცოცხლე და იგრძნოს ჩვენი მხსნელის – იესო ქრისტეს დიდი სიყვარული. ჩვენი მიახლოება ქრისტესთან და ჩვენი სიცოცხლის განახლება, რაც ჩვენს გულებში უფლის ყოფნის შეგრძნებითაა გამოწვეული, ჩვენთვის მარადიული აღდგომაა. უფალი ჩვენს სიცოცხლეს მხოლოდ ერთ პირობას უდებს, ყოველი იმ მნიშვნელოვანი საქმისათვის, რისი ქმნაც ჩვენთან ...

Περισσότερα

მართლმადიდებლობის ზეიმი

Κατηγορίες: ქართულ ენაზე

მართლმადიდებელი ეკლესია ყოველ წელიწადს, დიდი მარხვის პირველ კვირა დღეს დღესასაწულობს ხატთა თაყვანისცემის აღდგენას, ეს დღე გამოაცხადებულია მართლმადიდებლობის ზეიმის სახელით! ამ ფააქტს საფუძვლად დაედო, რომ 842 წელს დედოფალ თეოდორას თაოსნობით მოწვეულმა ადგილობრივმა საეკლესიო კრებამ დაგმო ხატმებრძოლთა ერესი და ხატთაყვანისცემა აღადგინა! უხრწნელსა ხატსა შენსა თაყვანის ვცემთ ქველისმოქმედ და ვითხოვთ შენდობასა ცოდვათა ჩვენთასა. ქრისტე ღმერთო, განზრახვით სათნო იყავ აღსვლა ხორცითა ჯვარსა ზედა, რათა იხსნე, რომელი შექმენ მონებისაგან მტერისა, ვინაცა მადლობით გიღაღადებთ: სიხარულით აღმავსენ ყოველნი, ვითარცა მაცხოვარმან ჩვენმან, მოსრულმან ცხოვრებად ყოვლისა სოფლისა. გარეშემოუწერებელი სიტყუა მამისა, ქალწულო, შენგან ხორცშესხმული გარეშეწერილ იქმნა და განხრწნილი ხატი თვისი განაახლა, და საღმრთო სიკეთე უსაზღვრო შემოსა, მას აღვიარებთ სიტყვით და საქმით, გამოვხატავთ და ვმონებთ, და ხატს შენსა წმიდასა თაყვანს ვსცემთ.

Περισσότερα

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აქტი

Κατηγορίες: ქართულ ენაზე

ყველას გილოცავთ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 102 წლის იუბილეს! რომელიც მიიღეს სვეტიცხოვლის კრებაზე 1917 წლის 12(25) მარტს +ჩშიზ წელსა, მარტის იბ დღესა, მცხეთის წმიდათა ათორმეტთა მოციქულთა სრულიად საქართველოის საკათალიკოსო ტაძარსა შინა, დღესა კვირიკესა, შემოვკრბით ჩვენ, სრულიად საქართველოის ეკლესიის მწყემსთმთავარნი, სამღვდელონი კრებულნი და ერისაგან წარმომადგენელნი და, შემდგომად ლიტურღიისა და კეთილდღეობისათვის ახლისა მთავრობისა სავედრებელის პარაკლისის შესრულებისა, გულისხმა ვყავთ სახელმწიფოსა შინა რუსეთისასა მომხდარნი ძირითადნი ცვლილებანი და ახლისა მთავრობისა დაფუძნებაი, ეგრეთვე სახელმძღვანელონი დებულებანი ამა მთავრობისანი, საკუთრივ მის მიერ სინიდისისა და სარწმუნოების თავისუფლების აღსარებაი (მუხ. 3). ამასთანავე განვბჭეთ, ვითარმედ: ა) ეკლესიასა ქართველთასა აქუნდა, თანახმად მსოფლიო კრებათა კანონებისა, ავტოკეფალური არსებობაი, რომლისა მოსპობაი ანუ გაუქმებაი არავის ძალედვა, თვინიერ მსოფლიო კრებისა, გარნა მას შინა სრულიად არაკანონიერად შეწყვეტილ იქმნა ავტოკეფალური მართვა-გამგეობაი; ბ) რუსეთსა შინა დამყარდა ახალი სახე სახელმწიფოის მართვა-გამგეობისაი და ...

Περισσότερα

Wicked thoughts (Saint John Chrysostom)

Κατηγορίες: In English

Don’t express them in words. Let them quieten down within you and they’ll soon disappear. We’re human, and often enough we have wicked, inappropriate or disgusting thoughts. But let’s prevent those thoughts from becoming words. Push them down and they’ll weaken and then disappear. Just as, if you cast wild animals into a pit and cover it up, they suffocate easily, by the same token, if you leave an opening so they can breathe a little, it refreshes them and prevents them disappearing. On the contrary, it makes them even fiercer. This is the way it is with wicked thoughts. When they arise within us, if we block off their way out, we get rid of them quickly. But if we externalize them ...

Περισσότερα

Ύμνοι Μεγάλης Εβδομάδος-Χορός Ψαλτών Συλλόγου Ιεροψαλτών της Ι. Μ. Φλωρίνης «Άγιος Ιωάννης ο Δαμασκηνός»

Κατηγορίες: Πεμπτουσία· Ορθοδοξία-Πολιτισμός-Επιστήμες

Ο βυζαντινός χορός του Συλλόγου Ιεροψαλτών της Ι. Μ. Φλωρίνης, Πρεσπών και Εορδαίας «Άγιος Ιωάννης ο Δαμασκηνός» με χοράρχη τον Βασίλειο Δόντσιο ερμηνεύει ύμνους της περιόδου της Μεγάλης Εβδομάδος στη συνάντηση των Πρωτοψαλτών της Μακεδονίας με τίτλο  «Ψάλλοντας τα μεγαλεία του Θεού» στον Ιερό Ναό Κοιμήσεως Θεοτόκου 40 Εκκλησιών Θεσσαλονίκης.

Περισσότερα

Η τουρκική γλώσσα στην ποντιακή παράδοση (Μυροφόρα Ευσταθιάδου, Δρ. Λαογραφίας)

Κατηγορίες: Πεμπτουσία· Ορθοδοξία-Πολιτισμός-Επιστήμες

Εισήγηση της Λαογράφου Δρ. Μυροφόρας Ευσταθιάδου στο 5ο Συμπόσιο για την Ποντιακή Παράδοση που διοργάνωσαν το Κέντρο Μελέτης  Παραδοσιακών Χορών Κύκλος σε συνεργασία με τον Χορευτικό Όμιλο Ποντίων «Σέρρα».

Περισσότερα

Ο βίος του Αγίου Λουκά του Ιατρού (μέρος 24ο)

Κατηγορίες: Πεμπτουσία· Ορθοδοξία-Πολιτισμός-Επιστήμες

Ανάγνωση του βίου του Αγίου Λουκά του Ιατρού Αρχιεπσκόπου Συμφερουπόλεως. Η ηχογράφηση έγινε στον ραδιοφωνικό σταθμό της Ιεράς Μητροπόλεως Λεμεσού. Διαβάζει ο Πρωτοσύγκελλος της Ι.Μ. Λεμεσού Αρχιμανδρίτης Ισαάκ. Your browser does not support the audio element.

Περισσότερα

Αδριατική. Μια απειλούμενη θάλασσα, ένας κοινός στόχος (Τιμόθεος Παπασταύρου, Θεολόγος)

Κατηγορίες: Πεμπτουσία· Ορθοδοξία-Πολιτισμός-Επιστήμες

Το τέταρτο κατά σειρά Οικολογικό Συμπόσιο πραγματοποιήθηκε από τις 5 έως και τις 11 Ιουνίου του 2002 από τον Οικουμενικό Πατριάρχη. Σκοπός του ήταν η εξέταση του οικολογικού προβλήματος, το οποίο ταλαιπωρεί την Αδριατική θάλασσα αλλά και τις περιοχές οι οποίες βρέχονται από αυτή. Για αυτό τον λόγο το θέμα του συμποσίου που απασχόλησε τους συνέδρους ήταν «Αδριατική. Μια απειλούμενη θάλασσα, ένας κοινός στόχος». Συγκεκριμένα τα θέματα τα όποια αποτέλεσαν κεντρικό άξονα της συζήτησης ήταν αρχικά η προσπάθεια να βρεθεί ένας τρόπος ,ώστε η εκκλησία να καταφέρει να ευαισθητοποιήσει και στην συνέχεια να στρέψει το ενδιαφέρον των ανθρώπων προς την οικολογία, με στόχο να ανατηχθεί το οικολογικό ήθος τους. Ένα σημαντικό θέμα το οποίο απασχόλησε ιδιαίτερα τους σύνεδρους ήταν η ...

Περισσότερα